ბოლო 24 საათში, საქართველოში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 229 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 646 545-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 993 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 621 396-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 720 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 229 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 121 შემთხვევა, აჭარაში - 14, იმერეთში - 25, ქვემო ქართლში - 5, შიდა ქართლში - 8, გურიაში - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 20, კახეთში - 17, მცხეთა-მთიანეთში -4, სამცხე-ჯავახეთში -1, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 8 403, საიდანაც 638 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 164 პირი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 27 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.19%, ბოლო 14 დღის - 4.39%, ხოლო 7 დღის - 3.43%.