დღეს, 25 მარტს, გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +6 გრადუსს მიაღწევს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და ქარი 12 მ/წ.
დღე უნალექოდ ჩაივლის გორის მუნიციპალიტეტში 26 მარტსაც, თუმცა, მთელი დღის განმავლობაში მოსალოდნელია ძლიერი ქარი 14 მ/წ, ასევე, ნახევრადღრუბლიანი ამინდი და დღისით +7 გრადუსი ტემპერატურა.
27-28 მარტს გორში კვლავ ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 27 მარტს +6, 28 მარტს კი მხოლოდ +3 გრადუსს მიაღწევს. 28 მარტს მოსალოდნელია თოვლჭყაპიც.
29 მარტიდან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიდარებს და უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატებაა მოსალოდნელი.
29 მარტს, დღისით, ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე მოიმატებს, 30 მარტს ნავარაუდევია +12 გრადუსი, 31 მარტს მოსალოდნელია +15, 1-ელ და 2 აპრილს კი გორში ჰაერი +18 და +22 გრადუსამდე გათბება.