გარემოს დაცვის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა და გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს გორში გამართულ შეხვედრაზე.
აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს შეხვდნენ.
„ორგანიზაცია WFD, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით, აგრძელებს შერჩეული მუნიციპლიტეტების საკრებულოებთან გარემოსდაცვითი დემოკრატიის საკითხებზე თანამშრომლობას.
შეხვედრებზე განხილვის მთავარი საკითხებია მუნიციპალიტეტებში გარემოს დაცვის საკითხებში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა, გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევები ადგილობრივ დონეზე, მუნიციპალიტეტების როლი და მნიშვნელობა გარემოსდაცვითი დემოკრატიის განვითარებაში და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების პროცესში“, - აღნიშნეს შეხვედრის მონაწილეებმა.
ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, გარემოსდაცვითი დემოკრატიის პროგრამას გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.