იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე ვაქცინაციის ახალი გეგმა განიხილეს, სადაც საუბარი იყო მონეტარულ წახალისებაზე, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამის ასაკის შემცირებაზე.
„ჯერ ვერ გეტყვით, როგორი იქნება ეროვნული გეგმის საბოლოო ვარიანტი. იმუნიზაციის საბჭოს ბოლო სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო მონეტარულ წახალისებაზეც, ასაკის შემცირებასა და გარკვეული ჯგუფების გამოყოფაზე, სადაც აქცენტი უნდა გაკეთდეს. ასევე საუბარი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის გააქტიურებაზე. საუბარი იყო ვაქცინაციის მარათონის სახით ჩატარებული კამპანიის გააქტიურებაზე. როგორც ხედავთ, ვაქცინაციის ტემპი ქვეყანაში ძალიან დაბალია. სამიზნე, რომელიც საქართველოს სჭირდება, მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია აქტუალურია“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა.