საზოგადოება
25.03.2022 11:30
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. აღნიშნულ ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, აქციაში ჩართულები იყვნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.

„გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან უკრაინელი ერის დახმარებისა და სოლიდარობის მიზნით უკვე გაიგზავნა ჰუმანიტარული დახმარება.

აქციაში ჩართულები იყვნენ გორის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები“, - ნათქვამია გორის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კვირის ამბები