გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დასრულდა
2022 წელს, გორის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დასრულდა.
ადგილობრივმცხოვრებთა ხმათა უმრავლესობით, განსახორციელებელი პროექტები 112 სოფელში შეირჩა.
„პრიორიტეტული პროექტების გამოვლენის მიზნით, სოფლის კრებები და კონსულტაციები თებერვალსა და მარტში ჩატარდა. შეხვედრების უმრავლესობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა და ადგილობრივ მცხოვრებთა მოსაზრებებს პირადად ეცნობოდა. უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ სოფელში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება 10-დან 20 ათას ლარამდეა. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტებისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი“, - აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.