საზოგადოება
25.03.2022 11:27
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 10 პაციენტი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 20 918 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 590 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 645 301-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 247 პირი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 611 688 გახდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 698 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 590 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 255 შემთხვევა, აჭარა - 28, იმერეთი - 81, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 34, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 39, მცხეთა-მთიანეთი -10, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 889, საიდანაც 714 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში.

კვირის ამბები