24.03.2022 12:14
ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე მოიპოვონ დაფინანსება
ჩეხეთში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის განათლების საერთაშორისო ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ჩეხეთის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 სასწავლო წლისთვის, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე მოიპოვონ დაფინანსება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და მკვლევრებს.
საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებისთვის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა განსაზღვრულია 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით, ონლაინ-მისამართი:
info-iec@iec. gov. ge;
წარსადგენი დოკუმენტების, საკონკურსო ვადებისა და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია კი, განთავსებულია ვებგვერდზე: iec. gov. ge.