საზოგადოება
23.03.2022 11:14
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 817 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 817 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 644 112-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 3 017 პირი გამოჯანმრთელდა და მთლიანობაში,  გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1 604 595-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 681 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 374 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 105, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 44, გურია - 54, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 81, კახეთი - 53, მცხეთა-მთიანეთი - 22, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 810, საიდანაც 738 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კოვიდკლინიკები, ასეთი სახელწოდებებით და გარანტირებული ფინანსური ანაზღაურებით, როგორც აქამდე იყო, აღარ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს, ვისაც კლინიკა უმკურნალებს, სახელმწიფო მხოლოდ იმ თანხას აუნაზღაურებს და არა დაუკავებელ საწოლებზე, როგორც აქამდე იყო.

კვირის ამბები