დღეისათვის, ყველა კლინიკა, ვინც მოგვმართა, ფაქტობრივი ანაზღაურებითაა. ანუ, რამდენ პაციენტსაც უმკურნალებს, მხოლოდ იმაში ვუხდით თანხას, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, კოვიდკლინიკები - ასეთი სახელწოდებებით, აღარ არსებობს.
„1-ელი მარტიდან, პროგნოზების მიხედვით, ეტაპობრივი ჩახსნა გავაკეთეთ. დღეისათვის, ყველა კლინიკა, ვინც მოგვმართა (40-მდე ასეთი კლინიკაა), ფაქტობრივი ანაზღაურებითაა. რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს, ვისაც უმკურნალებს, მხოლოდ იმაში ვუხდით თანხას და არა დაუკავებელ საწოლებზე, როგორც აქამდე იყო. კოვიდკლინიკები, ასეთი სახელწოდებებით და გარანტირებული ფინანსური ანაზღაურებით, როგორც აქამდე იყო, აღარ არის“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში