საზოგადოება
22.03.2022 12:24
საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება კვლავ ძალაში რჩება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება.

როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულება ამ ეტაპზე შენარჩუნებული იქნება.

„28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. თუმცა, რეკომენდაციის დონეზე კვლავ რჩება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება დახურულ სივრცეებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ შეცვლილა და მოქალაქეებს კვლავ მოეთხოვებათ ნიღბის ტარება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კვირის ამბები