გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ჩინეთის პროვინციის - გუანდუნის - შვიდი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს უმასპინძლა. დელეგაციის წევრებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
დაგეგმილი თანამშრომლობის ფარგლებში, ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტების ხელშეწყობა, მეცნიერებისა და ტექნიკის, განათლების, კულტურის და სოფლის მეურნეობის სფეროში გამოცდილების გაზიარება იგეგმება.
საქმიანი დიალოგის დასრულების შემდეგ, დელეგაციის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.
ცნობისთვის, გუანდუნის პროვინციის ერთ-ერთი ქალაქი იუნფუ გორს რამდენიმე თვის წინ დაუმეგობრდა. გორთან დაძმობილების ინიციატივა ჩინეთის ქალაქ იუნფუს ხელმძღვანელობას ეკუთვნის. ჩინელმა კოლეგებმა, გორის მერთან შესაბამისი დოკუმენტი კონსტანტინე თავზარაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს გააფორმეს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება