საზოგადოება
22.03.2022 12:03
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 637 დევნილ ოჯახს გადაეცემა
მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში იძულებით გადაადგილებულ კიდევ 637 ოჯახს გადაეცემა.
ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში მოქმედმა კომისიამ უკვე მიიღო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ოჯახები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.
უახლოეს მომავალში, კომისიის გადაწყვეტილება შუამდგომლობისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.
კვირის ამბები