საზოგადოება
22.03.2022 11:25
კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „პაქსლოვიდი“ საქართველოში მიმდინარე კვირაში შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კორონავირუსის სამკურნალო სპეციალური პრეპარატი „პაქსლოვიდი“ საქართველოში მიმდინარე კვირაში შემოვა.

როგორც მმინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, პრეპარატი უფასოდ გადაეცემათ იმ პაციენტებს, ვისაც ქრონიკული დაავადებები და მძიმედ მიმდინარე კორონავირუსი აქვთ.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც არის „ფაიზერის“ შექმნილი „პაქსლოვიდი“. სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. პრეპარატი გადაეცემათ მათ, ვინც პოტენციურად შეიძლება ინფიცირების შემთხვევაში დამძიმდეს, ვისაც ქრონიკული დაავადებები ახლავს. მათ უფასოდ დავურიგებთ და ისინი იმკურნალებენ. ინფიცირებიდან პირველი ხუთი დღის განმავლობაშია აუცილებელი ამ მედიკამენტების მიღება. რაც შეეხება დოზებსა და ფასს, მირჩევნია კონფიდენციალურად დავტოვო იმიტომ, რომ ეტაპობრივი მოწოდებაა და გაუთქმელობის კონტრაქტი გვაქვს დადებული“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კვირის ამბები