უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა აპრილის თვეშიც გრძელდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ღიბრაძის თქმით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე ავტომატურად მიიღებს, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებს.
ამასთან, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები 100 ლარიან დანამატს „ბუსტერ დოზის“ გაკეთების შემთხვევაში მიიღებენ.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ყველა შეზღუდვა, გარდა ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულებისა, უქმდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში