საზოგადოება
22.03.2022 11:15
საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის სტუმართა რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის.

როგორც გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რაოდენობრივი შეზღუდვა ასევე უქმდება სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე.

„უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურზე“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ 28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის გამოყენების ვალდებულება და მოქალაქეებს ნიღბის ტარება მხოლოდ დახურულ სივრცესა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოეთხოვებათ.

კვირის ამბები