უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ღიბრაძის თქმით, ღია სივრცეში ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება.
„28 მარტიდან უქმდება ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება. თუმცა, რეკომენდაციის დონეზე კვლავ რჩება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება დახურულ სივრცეებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება არ შეცვლილა და მოქალაქეებს კვლავ მოეთხოვებათ ნიღბის ტარება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
როგორც ღიბრაძემს ბრიფინგის ბოლოს განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებები ძალაში 28 მარტიდან შევა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში