ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 053 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს. საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 643 295-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 067 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 601 578-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 053 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარაში - 34, იმერეთში - 143, ქვემო ქართლში - 37, შიდა ქართლში - 65, გურიაში - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 99, კახეთში - 76, მცხეთა-მთიანეთში - 28, სამცხე-ჯავახეთში - 13, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 27.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 013 საიდანაც, 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.87%, ბოლო 14 დღის - 7.19%, ხოლო 7 დღის - 4.78%.