გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ქართველ ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი ხინჩეგაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გაავრცელა.
„გილოცავთ ქართული ჟურნალისტიკის დღეს!
საქართველოში მოქმედ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, განსაკუთრებით კი, გორში მოღვაწე ჟურნალისტებს, ვულოცავ პროფესიულ დღეს.
თქვენ ხართ შუამავალი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. გისურვებთ, ყოველთვის იყოთ სიმართლის სამსახურში.
წარმატებები როგორც პირად, ასევე პროფესიულ საქმიანობაში“, - წერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში