საზოგადოება
21.03.2022 14:45
კოვიდინფექციის გავრცელების გამო, გორის მე-11 ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია მხოლოდ ქალაქში მოქმედ მეთერთმეტე საბავშვო ბაღში, - ამის შესახებ GMnews-ს ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს ინფორმაციით, მთლიანობაში, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 5 თანამშრომელი.
„დღეის მონაცემებით, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, სასწავლო პროცესი შეჩერებულია გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის მხოლოდ ერთ დაწესებულებაში - გორის მეთერთმეტე საბავშვო ბაღში. ინფექციის დადასტურების გამო, სხვა რომელიმე ჯგუფის დახურვის და შესაბამისად, თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება დღის წესრიგში არ დამდგარა.
შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 5 თანამშრომელი“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
სწავლის განახლების საკითხთან დაკავშირებით სააგენტოში განმარტავენ, რომ თითოეული ჯგუფის/სასწავლო დაწესებულების შემთხვევაში ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილებაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღება.
კვირის ამბები