სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა განახლდა, რა ტიპის თანადაფინანსებას მოიცავს პროგრამა
სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარებისათვის ტექნიკური დახმარების პროგრამა განახლდა. ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, რომლებსაც სააგენტოსთან, პროგრამების/პროექტების ფარგლებში გაფორმებული აქვთ თანადაფინანსების ხელშეკრულება, სახელმწიფოს ხელშეწყობით ისარგებლებენ.
„ტექნიკური დახმარების პროგრამა, ქართული ხარისხიანი აგრო პროდუქტის წარმოების პროცესში მნიშვნელოვან როლს იკავებს, რაც ფერმერებს საშუალებას აძლევს წარმოებული პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზეც გაიტანონ. პროგრამა გულისხმობს, თანადაფინანსების გზით, პროდუქციის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვას, მის ბრენდირებას და პოზიციონირებას. პროგრამის განხორციელების მიზანი სააგენტოს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი პროგრამებით გათვალისწინებული დარგისა და მიმართულებების გაძლიერება და მხარდაჭერაა“, -აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.