საზოგადოება
21.03.2022 10:18
გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გზები თოვლის საფარისგან გაიწმინდა - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

უხვთოვლიანი მარტის გამო, გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან ზონაში მდებარე სოფლებში 18-19 მარტს თოვლის საფარმა სასოფლო გზებზე გადაადგილების გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე გადაადგილებაზე შეფერხებები არ არის.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინფორმაციით, ოპერატიულად განხორცილებეული სამუშაოების შედეგად, მაღალმთიან სოფლებში გზები თოვლის საფარისგან გაიწმინდა.

,,მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში უხვი ნალექის გამო პრობლემები შეიქმნა. გაწმენდვითი სამუშაოები ოპერატიულად განხორციელდა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია“, - აღნიშნულია მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.  

კვირის ამბები