საზოგადოება
21.03.2022 09:47
ომის გამო, საკუთარი სახლი 10 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენს

უკრაინის მოსახლეობის გადაადგილების მასშტაბი უპრეცედენტოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, - ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

UNHCR-ის ცნობით, ომის გამო საკუთარი სახლი 10 მილიონამდე უკრაინელმა დატოვა.

,,უკრაინის მოსახლეობის გადაადგილების სიჩქარე და მასშტაბი უპრეცედენტოა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანა 3.5 მილიონამდე ადამიანმა დატოვა, მოქალაქეების ორჯერ მეტმა რაოდენობამ, 7 მილიონამდე უკრაინელმა კი თავი ქვეყნის შედარებით უსაფრთხო ტერიტორიებს შეაფარა.

მთლიანობაში, საომარი მოქმედებების გამო, საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა 10 მილიონამდე უკრაინელს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედია", - აღნიშნულია გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციაში.

კვირის ამბები