უკრაინაში რუსული საჯარისო დანაყოფების შეჭრიდან, 24 თებერვლიდან დღემდე, საომარი მოქმედებების შედეგად ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი განადგურდა. დაზიანებულ შენობებს შორის მრავლადაა სკოლებიც. ყველაზე მეტად დაზარალდა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი და აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქები და სოფლები, თუმცა, უკეთესად არც ქვეყნის დანარჩენი ნაწილის ინფრასტრუქტურა გამოიყურება.
,,გორის მაცნე“ ამჯერად იმ სასკოლო შენობების ფოტოებს წარმოგიდგენთ, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დროს განადგურდა.
აქვე გეტყვით, რომ ვიდრე საომარი მოქმედებები ამგვარ აგრესიულ ფორმას მიიღებდა და დაიწყებოდა ბავშვების მასიური ევაკუაცია, არაერთ დასახლებულ პუნქტში სასწავლო პროცესი კვლავ გრძელდებოდა, თუმცა, უსაფრთხოების მიზნით, სკოლის შენობების ფანჯრები ქვიშით სავსე ტომრებით იყო დაცული.
ბოლო ინფორმაციით, მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, უკრაინა 3 მლნ-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, მათ შორის უმრავლესობა ბავშვი და ქალია. რაც შეეხება გარდაცვლილებს, საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შორის 109 ბავშვია.
შეგახსენებთ, უკრაინაში ყველაზე მეტად დაზიანდა ქალაქი მარიუპოლი, სადაც, ფაქტობრივად, არცერთი დაუზიანებელი შენობა აღარ არსებობს.
~