სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს, 18 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე 16 საათიდან კვლავ ნალექია მოსალოდნელი წვიმის და თოვლჭყაპის სახით, 20 საათიდან კი ნალექის ინტენსივობა მოიმატებს და ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა. ღამის საათებში, უმეტესად გორის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში, 02-დან 05 საათამდე თოვა გაძლიერდება.
19 მარტს გორში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსს მიაღწევს, დღის განმავლობაში ნავარაუდევია ღრუბლიანობა და პერიოდულად კვლავ მცირე ნალექი.
ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება 20 მარტსაც.
რაც შეეხება გრძელვადიან პროგნოზს, არასტაბილური ამინდი, ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მარტის ბოლომდე შენარჩუნდება.