გორში, გარეგანათების სისტემების განახლება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, რომლებსაც ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ახორციელებს, სოდიუმისა და ეკო ნათურები ახალი, ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა.
რაც შეეხება ლოკაციებს, სადაც ზემოხსენებული სამუშაოები მიმდინარეობს, რობაქიძის, ამილახვრისა და პუშკინის ქუჩები და მშვიდობის გამზირის გარკვეული მონაკვეთია.
სააგენტოს ინფორმაციით, სანათების შეცვლა ასევე იგეგმება გოგებაშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე. გარეგანათება განახლდება 26 მაისის სანაპიროზეც.