საზოგადოება
18.03.2022 13:39
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - რას გულისხმობს შეთანხმება

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ დღეს მოაწერა.  

როგორც ცნობილია, თანამშრომლობა მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის დაწესებულებებისა და ორგანიზაციების თანამშრომლების, ადგილობრივი ახალგაზრდების  და სხვა აქტორების ცნობიერების ამაღლებას სხვადასხვა მიმართულებით. ამავდროულად, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებების განხორციელებაში, ანგარიშვალდებულების, გამჭვირვალობისა და მონაწილეობითი მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას.

როგორც აღინიშნა, თანამშრომლობის ფარგლებში მოხდება მუნიციპალურ დაწესებულებებში და ორგანიზაციებში „ბენჩმარქინგის“, როგორც შიდა შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვის ხელშეწყობა.

გარდა ამისა, ა(ა)იპ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო,  თანამშრომლობის ფარგლებში, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, ერთობლივად გეგმავენ მონაწილეობითი ბიუჯეტირების მოდელის განვითარებას და სამოქალაქო მონიტორინგის მექანიზმების დანერგვას.

კვირის ამბები