ვეტერინარული კლინიკა „მარკო“ უკრაინიდან ჩამოსული პირების შინაურ ცხოველებს მომსახურებას უფასოდ გაუწევს
გორში მოქმედი ვეტერინარული კლინიკა „მარკო“ უკრაინიდან ჩამოსულ იმ პირებს დაეხმარება, ვინც შინაური ცხოველი არ დატოვა და საქართველოში ჩამოიყვანა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ხელმძღვანელი ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ,,დევნილ“ შინაურ ცხოველებს მომსახურება გაეწევათ უფასოდ.
რაც შეეხება მომსახურების ჩამონათვალს, მასში შედის ნებისმიერი სახის მანიპულაცია, აცრები, დიაგნოსტიკა, მკურნალობა, სტერილიზაცია. მსურველებს შეუძლიათ, ,,მარკოს“ ხელმძღვანელს დაუკავშრიდნენ შემდეგ ნომერზე: 557519161
ინფორმაციისთვის, საქართველოს წვრილი ცხოველების ვეტერინართა ასოციაციის პრეზიდენტის ინიციატივით, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ცხოველების შემოყვანა შესაბამისი დოკუმენტების გარეშე შეუძლიათ.