იაკობ გოგებაშვილის სახელობის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლა მუსიკის პედაგოგის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე მასწავლებლების ვაკანსიები გამოქვეყნდა. გორსა და გორის მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე ორი მოქმედი ვაკანსიაა, აქედან ერთ-ერთის ავტორი იაკობ გოგებაშვილის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის საჯარო სკოლაა.
ვარიანის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ვაკანსია მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზეა გამოცხადებული. აპლიკანტს ევალება მოსწავლეებს მუსიკის გაკვეთილი I, II, IV, V, VI, VII, VIII, IX კლასებში ჩაუტაროს. აქვე მითითებულია სამუშაოს დაწყების თარიღი - 2020 წლის 15 იანვარი. პედაგოგს კვირაში 15 გაკვეთილი ექნება და ხელფასისთვის 400-500 ლარია გათვლილი. მსურველებმა განაცხადები მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველი განაცხადს აგზავნის ელექტრონულად
www.pedagogi.ge (teacherjobs.ge) მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირების გზით.