საზოგადოება
18.03.2022 11:01
ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 872 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და კორონავირუსს 18 ადამიანი ემსხვერპლა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 872 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 640 550-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 18 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის პერიოდში ვირუსს საქართველოში 16 630 პირი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა - 27, იმერეთი - 107, ქვემო ქართლი - 33, შიდა ქართლი - 42, გურია - 60, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 84, კახეთი - 61, მცხეთა-მთიანეთი - 21, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 970, საიდანაც 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

კვირის ამბები