დაზიანებული გზების საფარის აღდგენითი სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტში ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა - შენახვის სამუშაოებზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან მერიამ ხელშეკრულება 10 მარტს გააფორმა.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია გორის მუნიციპალიტეტში წლის მანძილზე გზის ორმოული სარემონტო სამუშოების წარმოება, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი დაიხარჯება.
გზის დაზიანებული საფარი გორის მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მოწესრიგდება.