საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან - მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის 25 აპრილიდან - მსუბუქი ავტომობილების, ხოლო 7 ნოემბრიდან სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის გამოცდის ჩაბარება მოხდება რეალურ პირობებში. სააგენტო უზრუნველყოფს გამოცდის ჩაბარების წესის, პირობებისა და მარშრუტების შემუშავებას.
ამავდროულად, შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრების შეცვლა მობილური აპლიკაციით, სააგენტოში გამოცხადების გარეშე, დისტანციურად. აგრეთვე, შესაძლებელი იქნება სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურების განხორციელება, როგორიცაა: ექსპორტი, რეექსპორტი და სხვა, ასევე რეგისტრაცია, მათ შორის რეგისტრაციაში ცვლილებების განხორციელება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.