საზოგადოება
17.03.2022 11:16
გორის უნივერსიტეტში „სამაჩაბლოს ისტორიის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში „სამაჩაბლოს ისტორიის ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა.
ფონდის მიზნები და ამოცანები პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას გორის უნივერსიტეტის რექტორმა და ფონდის დამფუძნებელმა გიორგი სოსიაშვილმა გააცნო და აღნიშნა, რომ ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას და შიდა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების ისტორიის სწორი რაკურსით შესწავლას.
„მოხარული ვარ, რომ დღეს მნიშვნელოვან ინიციატივას ჩაეყარა საფუძველი. ფონდის მიზნებიდან გამომდინარე, ჩვენს ახალგაზრდებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ექნებათ განათლების და განვითარების კუთხით. გარდა ამისა, სამხარეო ადმინისტრაცია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, გვაქვს არაერთი საინტერესო იდეა, რაც, როგორც რეგიონის განვითარების ხელშეწყობას, ისე ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სხვა აქტივობებთან ერთად, ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ლიტერატურლი კონკურსების, გამოფენების, საზაფხულო სკოლების, სტიპენდიების და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.
კვირის ამბები