ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 21 620 კვლევის შედეგად, ვირუსით ინფიცირების 888 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 639 678-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 831 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების კიდევ 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის პერიოდში საქართველოში ვირუსს 16 612 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 888 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 434 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 111, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 50, გურია - 42, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 53, კახეთი - 88, მცხეთა-მთიანეთი - 25, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 029, საიდანაც 986 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში.