გაეროს საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო.
,,ჰააგის სასამართლომ დაადგინა: რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები, რომელიც 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება“, - აღნიშნულია გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჰააგაში, გაეროს საერთაშორისო სასამართლომ 7 მარტს დაიწყო რუსეთ-უკრაინის საქმეზე მსჯელობა. საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების შეჩერებას ისახავს მიზნად.
უკრაინის სარჩელში აღნიშნულია, რომ კრემლის მტკიცება, თითქოსდა, ის უკრაინაში გენოციდის აღსაკვეთად შეიჭრა, მცდარია. უკრაინული მხარე რუსეთს ცრუ განცხადებებში ადანაშაულებს, რომ უკრაინული ძალები ახორციელებდნენ გენოციდს დონბასის რეგიონში.