საზოგადოება
16.03.2022 17:00
28 მარტიდან „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება

28 მარტიდან „ AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების - მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მხოლოდ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ზემოხსენებული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია სავალდებულო ხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.

„მიმდინარე წლის 27 მარტის ჩათვლით, მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის პირველადი რეგისტრაცია ხორციელდება/განხორციელდება როგორც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის, ასევე დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე, რითაც იგი ადასტურებს ტრანსპორტზე საკუთრების უფლებას. 28 მარტამდე, „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება ან/და რეგისტრაციიის მიზნით პირველადი რეგისტრაციისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის წარდგენა, ასევე შესაძლებელია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების („PTI“) ცენტრების საშუალებითაც“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები