რეგიონი
16.03.2022 13:35
შიდა ქართლის მხარეში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასარწყავიანების გაუმჯობესების მიზნით, „საქართველოს მელიორაცია“ სამუშაოებს აქტიურად აწარმოებს
შიდა ქართლის მხარეში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასარწყავიანების გასაუმჯობესებლად სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც „საქართველოს მელიორაცია“ სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელი არხების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს, ტაშისკარის სარწყავი სისტემაა.

„საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოსიაურის ტერიტორიაზე, წყალგამანაწილებელი არხის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, შედეგად კი, რეგიონში, სოფლების - ოსიაურის, გომისა და აგარების 100 ჰა. სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.
კვირის ამბები