კასპის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან გუშინ დაკავებული 96 წლის გორა ღარიბაშვილი დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. დაკავებული ე.წ. მესაზღვრეებმა ახალგორის მილიციაში გადაიწყვანეს. GMnews-ის ინფორმაციით, გუშინ საღამოს, 96 წლის მამაკაცი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, მილიციის განყოფილებიდან ოკუპირებული ახალგორის საავადმყოფოშიც ჰყავდათ გადაყვანილი. უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებული ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, იგი შინ დაბრუნდება.
გორა ღარიბაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მესამედ დააკავეს. კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის თქმით, ღარიბაშვილი წარმოშობით ქსნის ხეობიდან არის და არაერთხელს ჰქონდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლის და ნათესავების საფლავების მონახულების მცდელობა.