საზოგადოება
16.03.2022 11:39
დევნილ ვეტერანთა ოჯახებს, რომლებსაც განსახლებაზე თანხმობა ეთქვათ, ბინის მოძიება უკვე შეუძლიათ
დევნილ ვეტერანთა ოჯახებს, რომლებსაც განსახლებაზე თანხმობა ეთქვათ, შესაძლებლობა აქვთ, ბინა უკვე მოიძიონ. როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, საცხოვრებლის ფართობი ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება, კვადრატული მეტრის ღირებულება კი, 550 დოლარის ეკვივალენტს შეადგენს ლარში.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ, იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის „სოფლად სახლის“ შესყიდვის საკითხზე მუშაობაც დაიწყო. ამ ეტაპზე, კომისია 500-ზე მეტი დევნილი ოჯახის განაცხადს გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილავს.
კვირის ამბები