ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 099 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 638 790-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 800 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსს 16 595 პირი ემსხვერპლა.
ქვეყანაში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 494 შემთხვევა, აჭარა - 46, იმერეთი - 154, ქვემო ქართლი - 41, შიდა ქართლი - 79, გურია - 65, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 82, კახეთი - 87, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 989, საიდანაც 1068 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა უტარდება 306 პაციენტს.