საზოგადოება
16.03.2022 09:57
გორის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს

გორის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებისა და მერის წარმომადგენლების ინფორმირების მიზნით, გორის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლები საინფორმაციო შეხვედრებს ეტაპობრივად მართავენ.

ამჯერად გამართულ შეხვედრაზე მერიის შესაბამისი განყოფილების თანამშრომლებმა ყურადღება გაამახვილეს იმ სერვისებსა და პროგრამებზე, რასაც ბავშვებს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის მერია სთავაზობს. როგორც ცნობილია, ასევე განიხილეს ის საკითხებიც, რა დროსაც აუცილებელია გორის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ინფორმირება.

„კოორდინაციისა და ბავშვებში პრობლემების დროულად გამოვლენის მიზნით, მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრები, მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან, ეტაპობრივად გაიმართება. მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე ყველა რგოლის ინფორმირება, თუ როდის რა პრობლემის არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს განყოფილების ინფორმირება“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება გორის მერიაში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს და როგორც ცნობილია, ამ დრომდე არაერთი ოჯახის პრობლემის მოგვარებაში შეიტანა გარკვეული წილი.

კვირის ამბები