კულტურა
15.03.2022 13:08
მიმდინარე კვირის განმავლობაში გორის თეატრში სამი სპექტაკლია ჩანიშნული

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთგულ მაყურებელს კვირის ბოლომდე სამ სპექტაკლს შესთავაზებს.

აფიშის მიხედვით, რომელიც თეატის ადმინისტრაციამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, 18 მარტს, მაყურებელს შეუძლია იხილოს წარმოდგენა - „სიყვარული შობს სიყვარულს“. სპექტაკლი 19:00 საათზე დაიწყება.

19 მარტს, 20:00 საათზე, გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი მაყურებელს „იესოს საქმეს“ წარუდგენს.

20 მარტს კი, „ვენეციელი ვაჭარი“ დაიკავებს თეატრის სცენას, წარმოდგენა საღამოს 19:00 საათზე დაიწყება.

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, მაყურებელს ბილეთები შეძენა შეუძლია როგორც თეატრის სალაროში (0370277932; 577390350), ასევე, ონლაინ - biletebi.ge-ზე.

კვირის ამბები