საზოგადოება
15.03.2022 12:12
კოვიდინფექციის გამო არცერთი საბავშვო ბაღი არ არის დახურული - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო
გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ამ დროისთვის, კოვიდინფექციის გავრცელების გამო, დღის წესრიგში არ დგას რომელიმე ბაღის დახურვის ან ჯგუფის თვითიზოლაციაში გადასვლის საჭიროება, - ამის შესახებ ,გორის მაცნეს“ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს. რაც შეეხება კოვიდინფიცირებული თანამშრომლების რიცხვს, ოფიციალურად დადასტურებული სტატისტიკით, მთლიანობაში, კოვიდ19-ით ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 8 თანამშრომელი და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია.
„შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების მიზნით, კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე. სწორედ ინტენსიური ტესტირების ფარგლებში გამოვლინდა ზემოაღნიშნული შემთხვევებიც. ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფიცირებულია მუნიციპალური საბავშვო ბაღების 8 თანამშრომელი და ყველა მათგანი თვითიზოლაციაშია“, - აცხადებენ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ საბავშო ბაღებში ამ ეტაპზე კვლავ თავისუფალი დასწრების რეჟიმი მოქმედებს.
კვირის ამბები