გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამაღამ გორის მუნიციპალიტეტში კიდევ უფრო დაიკლებს ტემპერატურა და ქალაქში -3, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი -7 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი. ტემპერატურის კლება მოსალოდნელია დღის საათებშიც.
რაც შეეხება 15 მარტს, გორის მუნიციპალიტეტის ცალკეულ მონაკვეთებზე დღისით მოსალოდნელია პერიოდულად მცირე ნალექი თოვლის სახით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა გორში +2 გრადუსს მიაღწევს, სოფლებში კი, დღისით, ძირითადად 0, +1 გრადუსია ნავარაუდევი. 13-დან 19 საათამდე გორში მოსალოდნელია უნალექო და ნახევრადმზიანი ამინდი.
რაც შეეხება მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზს, მეტეოროლოგების ცნობით, 16-24 მარტის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ღამის საათებში -4 -7 გრადუსამდე ყინვა, დღისით კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +3 გრადუსი, ასევე ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი თოვლის და თოვლჭყაპის სახით.