საზოგადოება
15.03.2022 09:06
გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დასრულდა და სასწავლო პროცესი დღეიდან საკლასო ოთახებში განახლდა

განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგაზაფხულო არდადეგები საჯარო სკოლებში დასრულდა და დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, რესურსცენტრის ქვემდებარე 67-ვე საჯარო სკოლა სასკოლო შენობებში განაგრძობს სწავლას.

ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, სწავლების დისტანციური რეჟიმის საჭიროება ამ ეტაპზე არცერთ სკოლაში არ არის.

კვირის ამბები