სპორტი
14.03.2022 23:02
გორელმა მძლეოსანმა გიორგი მუჯარიძემ ბალკანეთის ქვეყნების ჩემპიონატი მოიგო

გორელმა მძლეოსანმა, ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ ბალკანეთის ქვეყნების ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

შეჯიბრებას სტამბოლმა უმასპინძლა. გორელმა სპორტსმენმა ბირთვი 20 მეტრსა და 22 სანტიმეტრზე გადააგდო. მან წლევანდელი სეზონი შიდა ასპარეზზეც წარმატებით დაიწყო, როდესაც ერთი თვის წინათ, ზამთრის ღია ეროვნულ ჩემპიონატზე გამოვიდა კარგად, მომდევნო სტარტი კი მუჯარიძისთვის ევროპის თასი იქნება ტყორცნებში.

კვირის ამბები