17 დეკემბერს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს დღეს აღნიშნავს.
დიდმოწამე ბარბარე ქრისტეს რჯულის აღიარებისთვის იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311 წწ) მმართველობის დროს ეწამა. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა და დიდგვაროვნის – დიოსკორეს ერთადერთი ქალიშვილი იყო.
ქრისტეს სჯულის ქადაგებისთვის წმინდა ბარბარე მამის ხელით აღესრულა. მორწმუნე ქრისტიანებმა მისი ნეშტი პატივით დაკრძალეს. VI საუკუნეში, ნეტარი დიდმოწამის წმინდა ნაწილები ჯერ კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XII საუკუნეში კი, კიევში იქნა გადასვენებული. ამჟამად, წმინდა ბარბარეს ნეშტი სწორედ კიევის ლავრაშია დაკრძალული.
წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ბავშვებისა და სნეულების მფარველ წმინდანად მიიჩნევენ. ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეები ლობიანებს აცხობენ, თუმცა, როგორც მართლმადიდებელი ეკლესია განმარტავს, ეს ხალხური ტრადიციაა და მას დღესასწაულთან კავშირი არ აქვს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება