სპორტი
14.03.2022 16:53
გორელმა კიკბოქსიორებმა ახალქალაქში გამართული საერთაშორისო ტურნირი 7 პირველი, 2 მეორე და 1 მესამე ადგილით დაასრულეს

ახალქალაქში გამართული საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის და სომხეთის 150-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, გორელმა სპორტსმენებმა 10 საპრიზო ადგილით დაასრულეს.

გორიდან შეჯიბრებაზე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსინგის სექციის კიკბოქსიორები წარსდგნენ მწვრთნელის, არჩილ ჯეირანაშვილის ხელმძღვანელობით.

ტურნირი გორელებმა 7 პირველი, 2 მეორე და 1 მესამე ადგილით დაასრულეს.

შეჯიბრების გამარჯვებულები გახდნენ (I -ადგილი): საბა ტერმაკოზაშვილი, ლუკა თოფჩიშვილი, ნიკა მთიულიშვილი, ლუკა ყეინაშვილი, ნინო ანესაშვილი, შოთიკო გიკაშვილი და ვახტანგ ჭოჭელი.

კვირის ამბები