საზოგადოება
14.03.2022 16:38
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, ინფრატრუქტურული სამუშაოები გორში ინტენსიურად მიმდინარეობს

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში, გორში სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, სტალინის გამზირზე მდებარე მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებს რეაბილიტაცია უტარდება. მოსამზადებელი - საიზოლაციო, ლესვითი და სხვა სამუშაოები თითქმის დასრულებულია. პარალელურად, მიმდინარეობს ბორდიურებისა და ქვეითთა გადაადგილებისთვის მოწყობილი ტროტუარების რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია როგორც მუზეუმების, ისე საცხოვრებელი სახლების, სახელმწიფო დაწესებულებების, პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახალი ფუნქციების შექმნის მიმართულებით, რომელიც სკვერებში და პარკებში განახლებული და ზოგ შემთხვევაში, საერთოდ ახალი სივრცეების მოწყობას ითვალისწინებს ბავშვებისთვის, დამსვენებლებისთვის, ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის.

შეგახსენებთ, 4 წლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია, ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

კვირის ამბები