შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გორის საჯარო ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ გორის საჯარო ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა. გიორგი ლეონიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი უახლესი გამოცემა თემურ ხუბულურმა დაწესებულებაში პირადად მიიტანა. რწმუნებულის მოადგილე ასევე დაინტერესდა ბიბლიოთეკაში არსებული მდგომარეობითაც და აღნიშნა, რომ როგორც საჯარო, ისე სკოლის ბიბლიოთეკების თანამედროვე ლიტერატურით უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის და ზოგადად მკითხველისთვის.
საჯარო ბიბლიოთეკა, წიგნების ნაწილს გორის მუნიციპალიტეტის სკოლების ბიბლიოთეკებსაც გადასცემს.
„გორის ბიბლიოთეკებს, გუბერნატორის მოადგილემ, თემურ ხუბულურმა საჩუქრად გადმოგვცა ვახტანგ ვეფხვაძის იდეითა და თანადგომით გამოცემული წიგნი - „გიორგი (გოგლა) ლეონიძე“. კრებულის რედაქტორი ვალერი ასათიანია.
ეს წიგნები, ჩვენი მეშვეობით გადაეცემა ქალაქის და რაიონის სკოლის ბიბლიოთეკებსაც“, - აცხადებენ გორის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში.